რუსთავის საქალაქო სასამართლო, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, მუდმივად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ თვითგანახლებას და სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებს. ამასთან, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, აგრძელებს საკუთარი რესურსით, სასამართლოს მოხელეებისთვის სასწავლო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნულ ფარგლებში მოხელეები, რომლებმაც მოახერხეს გასვლით სასწავლო სემინარებზე მონაწილეობა, მიღებულ ცოდნას უზიარებენ კოლეგებს, რომლებმაც გადატვირთული გრაფიკის, თუ სხვა ობიექტური მიზეზით, ვერ შეძლეს იმავე სემინარში მონაწილეობა.
სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის ივლისში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოდერნიზირებულ სათათბირო ოთახში, შედგა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოხელეების მორიგი შეხვედრა-სემინარები, რომლებშიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მოხელეები მონაწილეობდნენ დისტანციურად.
სასწავლო შეხვედრას უძღვებოდნენ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე - ცოტნე მატუა და ამავე სასამართლოს მწერალი თანაშემწე - ელენე ომიაძე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული ლიდერობა საჯარო მმართველობაში, დროის მართვა, მენეჯმენტი სასამართლო სისტემაში და მოტივაცია.
გამოყენებული მასალა:
1. ლიდერობა და მართვა სასამართლოში (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძე);
2. მართვა და ლიდერობა საჯარო სამსახურში (საჯარო სამსახურის ბიურო, 2020 წელი);
3. ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები (სტივენ რობინსი, 2009 წელი);
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის წლიური ანგარიში;
6. ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვა;
7. ორგანიზაცია - შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის (ნინო თურქია, ,,ქალი როგორც ლიდერი“).
|