რუსთავის საქალაქო სასამართლო, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განაგრძობს სასამართლოს მოხელეებისთვის სასწავლო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნულ ფარგლებში მოხელეები, რომლებმაც მოახერხეს გასვლით სასწავლო სემინარებზე მონაწილეობა, მიღებულ ცოდნას უზიარებენ კოლეგებს, რომლებმაც გადატვირთული გრაფიკის, თუ სხვა ობიექტური მიზეზით, ვერ შეძლეს იმავე სემინარში მონაწილეობა.
სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 17 ივლისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოდერნიზირებულ სათათბირო ოთახში, შედგა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოხელეების მორიგი შეხვედრა-სემინარი, რომლებშიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მოხელეები მონაწილეობდნენ დისტანციურად.
სასწავლო შეხვედრას უძღვებოდნენ: რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეები - თამარ ჩიქოვანი და ნათია კანთელაძე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლოს მიუკერძოებლობა და კომუნიკაციის სტანდარტები; სასამართლოს მოხელეთა მხრიდან კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომები; სიტუაციები, რომლებშიც შეიძლება წამოიჭრას კითხვები სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ, შეცდომები რომლებიც ქმნის და აჩენს ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობაზე.
გამოყენებული მასალა:
სასამართლოს მიუკერძოებლობა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები და პრაქტიკა (ანა ჭიაბრიშვილი, 15 ივნისი, 2024).
|