2024 წლის პირველ 6 თვეში გაწეული მუშაობის ანგარიში
მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო ისევე როგორც საქართველოს სხვა საერთო სასამართლოები განიცდის საქმეთა სიმრავლეს, 2024 წლის 6 თვეში მართლმსაჯულების განხორციელების მიმართულებით მიღწეული იქნა შემდეგი პოზიტიური შედეგები:
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია:
იმის მიუხედავად, რომ საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულზე ორი მოსამართლით ნაკლები და საპროცესო შეთანხმებებით დასრულებულ საქმეთა პროცენტულმა მაჩვენებელმა იკოლო 0,3%-თ, კოლეგიამ მოახერხა და საანგარიშო პერიოდში დაასრულა 441 სისხლის სამართლის საქმე, რაც მხოლოდ 31 საქმით ნაკლებია, ვიდრე ამავე პერიოდში შემოვიდა განსახილველად (საანგარიშო პერიოდში შემოვიდა 472 საქმე) და განსახილველი დარჩა 322 სისხლის სამართლის საქმე.
ამავე პერიოდში კოლეგიის მიერ განხილულია:
- 347 პირველი წარდგენის სხდომა;
- 1117 შუამდგომლობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერების შესახებ;
- 87 სხვა კატეგორიის საქმე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მიერ განხილულია საქმის არსებითი განხილვის გარეშე 33 სისხლის სამართლის საქმე.
ამავე პერიოდში მაგისტრატი სასამართლოს მიერ განხილულია:
- 165 პირველი წარდგენის სხდომა;
- 576 შუამდგომლობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერების შესახებ .
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია:
იმის მიუხედავად, რომ საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში შემოვიდა 1808 საქმე, რაც 115 საქმით მეტია ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატმა სასამართლომ მოახერხა და დაასრულა 1940 საქმე, რაც 132 საქმით მეტია, ვიდრე შემოვიდა და 314 საქმით მეტია, ვიდრე დასრულდა გასული წლის იმავე პერიოდში.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განსახილველი დარჩა 2296 საქმე, რომელთაგან 433 საქმეზე უკვე მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მოპასუხე მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების პროცედურები, ხოლო 1060 საქმეზე თავად მოსარჩელე მხარის მიერ მიმდინარეობს მოპასუხისთვის სარჩელის გადაცემის პროცედურები, შესაბამისად სასამართლო განხილვაშია 803 საქმე.
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში განსახილველი დარჩა 686 საქმე, რომელთაგან 57 საქმეზე უკვე მიღებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიმდინარეობს მოპასუხე მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების პროცედურები, ხოლო 472 საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ მიმდინარეობს მოპასუხისთვის სარჩელის გადაცემის პროცედურები, შესაბამისად სასამართლო განხილვაშია 157 საქმე.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია:
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში შემოვიდა 141 ადმინისტრაციული საქმე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მხოლოდ ორი მოსამართლის შემადგენლობით საანგარიშო პერიოდში დაასრულა 131 საქმე, რაც მხოლოდ 10 საქმით ნაკლებია ვიდრე შემოვიდა და განსახილველი დარჩა 183 ადმინისტრაციული საქმე, რომლიდანაც 180 საქმე მიღებულია წარმოებაში, ხოლო 3 საქმეზე მოსარჩელეს დაუდგინდა ხარვეზი.
საანგარიშო პერიოდში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულია 196 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს მიერ განხილულია 274 ადმინისტრაციული სამართალდაღვევის საქმე. |