Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

"მეგობრობა მომავალ თაობასთან"

08-08-2024

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2023 წლის ივლისიდან,  რუსთავის საქალაქო სასამართლოში სტუმრად მოსული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ნაკლებად სტრესული  და სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი არასრულწლოვნი შვილების ინიციატივით და მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „მეგობრობა მომავალ თაობასთან“.

 

პროექტის სამი ეტაპის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივნისამდე პერიოდს, სამახსოვრო საჩუქრები და რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სამახსოვრო წერილი გადაეცა 109 ბავშვს.

 

2024 წლის ივლისიდან დროებით ვაჩერებთ ზემოაღნიშნულ პროექტს, ვინაიდან ჩვენი სასამართლოს სპეციალისტი საინფორმაციო დარგში, რომელიც უშუალოდ გადასცემდა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებს, გადაყვანილი იქნა სხვა სასამართლოში და შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.

 

 ვითვალისწინებთ რა სტუმრად მოსული ბავშვების გულწრფელ  სიხარულს და პოზიტიურ ემოციას, რომელსაც გამოხატავენ მოულოდნელი საჩუქრის მიღებისას, საინფორმაციო დარგში ახალი სპეციალისტის მიღებისთანავე ვგეგმავთ პროექტის განახლებას, რათა კიდევ უფრო მეტი მეგობარი გაიჩინოს რუსთავის საქალაქო სასამართლომ.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია