რუსთავის საქალაქო სასამართლომ მორიგი მადლობის წერილი მიიღო.
მოქალაქე მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტს - ლიკა მჭედლიშვილს გამოჩენილი ყურადღებისთვის.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 2024 წელს, ეს უკვე მე-5 შემთხვევაა, როდესაც მიღებული სერვისით კმაყოფილი მოქალაქე, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცმების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადებას გასაჯაროების საკითხი.
|