რუსთავის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 სექტემბერი.
ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "რუსთავის საქალაქო სასამართლო".
|