რუსთავის საქალაქო სასამართლოში მორიგი გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება, კერძოდ, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, სასამართლოს თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს პლასტმასის ბოთლების შეგროვება და სპეციალურ მიმღებ პუნქტში ჩაბარება.
პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ოქტომბერში, პირველ ეტაპზე შეგროვებული პლასტმასის ბოთლების სანაცვლოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაეცა მწვანე ნარგავები, რომელიც განთავსდა სასამართლოს რეკრეაციულ სივრცეში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარემოსდაცვითი პროექტები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებას და ეკოლოგიურად აუცილებელი ქმედებების პოპულარიზაციას.
|