რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის - IV რანგის - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) შევსების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად, 2024 წლის 23 სექტემბერს გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსის მე-2 ეტაპზე გამოცხადდა 6 კანდიდატი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 18 ოქტომბრის №4 შემაჯამებელი სხდომის ოქმის თანახმად, კანდიდატები შეფასდნენ რა გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა საუკეთესო კანდიდატი - მარიამ ბაბუციძე.
კონკურსის მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ დასანიშნად წარდგენაზე და გაეგზავნათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უფლება აქვს მიმართოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
|