რუსთავის საქალაქო სასამართლოს მომხმარებლებისთვის სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობის, სასამართლოსთან კომუნიკაციის გამარტივებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წლის 12 აგვისტოდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებული იქნა - უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე, ქალბატონი ნაჯიბა მამედოვა, რომელიც ფლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და რუსულ ენებს. შედეგად, ქართულ და არაქართულ ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა მათთვის განკუთვნილი ინფორმაცია მიეწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზე.
მიღებული გადაწყვეტილების მართებულობასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის კომპეტენციაზე მიუთითებს ხილული შედეგი- სასამართლოს მომხმარებლის მადლობის წერილი, რომლითაც, მიღებული სერვისით კმაყოფილი მოქალაქე ეხლა უკვე წერილობით მადლობას უხდის სპეციალისტ - ნაჯიბა მამედოვას გამოჩენილი ყურადღებისთვის.
|