იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო მისი ადგილმდებარეობის (განთავსებულია ძველი რუსთავში, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, ამასთან ემიჯნება სხვა ადმინისტრაციული ორგანო და სარეკრიაციო ზონას მიკუთვნებული მიწის ნაკვეთები) და მომხმარებელთა სიმრავლის გამო განიცდიდა თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის ავტოსადგომების მწვავე ნაკლებობას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სასამართლოს თანამშრომლების კუთვნილი ავტომანქანების განსათავსებლად, სასამართლოს ტერიტორიას შემოერთებოდა შენობის მომიჯნავედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და აუთვისებელი 192 კვმ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მხარდაჭერით მოეწყო და 2024 წლის ნოემბრში ექსპლუატაციაში შევიდა, მხოლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი.
ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელს ხდის სასამართლოს შენობის წინ, მანამდე არსებული ავტოსადგომი გამონთავისუფლდეს თანამშრომლების ავტომანქანებისგან და სასამართლოს მეტ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა მათი ავტომანქანები გააჩერონ სასამართლოს შენობის წინ. აღნიშნული კი, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს უქმნის მეტ კომფორტს, ამასთან ვფიქრობთ შემცირდება პროცესებში მონაწილე პირთა მხრიდან ავტომანქანის გაჩერების სირთულით გამოწვეული დაგვიანების შემთხვევები, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება სასამართლოს მომსახურების ხარისხსა და პროცესების ეფექტიანობაზე.
|