Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

21-11-2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ფოიეში არცთუ იშვიათად იქმნება სტრესული გარემო, რასაც ხელს უწყობს პროცესში მონაწილე მხარეთა ემოციების და განწყობების გამოხატვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მკაფიო პოზიციაა, სასამართლოში გამოცხადებულმა პირებმა თავი შეიკაონ მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით სასამართლოში გამოცხადებისგან, თუ ეს მიზნად არ ისახავს თანმხლები ბავშვის სამართალწარმოებაში მონაწილეობას. თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, მაინც ხშირია პროცესში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირების მხრიდან მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით გამოცხადება.

 როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს ფოიეში, სწორედ არასრულწლოვნებისთვის სტრესული გარემოს მინიმიზაციის მიზნით, მოწყობილია ბავშვებისთვის მოსაცდელი სივრცე, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა, საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, მოლოდინის პერიოდში, თავი შეიქციონ  მათთვის განკუთვნილი სათამაშო და სახატავი ინვენტარით.

 2024 წლის ნოემბრიდან კი,  ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით, იმავე სივრცეში მოეწყო DVD სისტემა, რომლის გამოყენებითაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, უყურონ სახალისო მულტიპლიკაციურ ფილმებს და მისი გახმოვანება მოისმინონ ინდივიდიულური ყურსასმენებით, რაც, მათ უქმნის პრივატულ და სასიამოვნო გარემოს ისე, რომ არ ირღვევა სასამართლოს მოქალაქეთა მისაღებ სივრცეში სამუშაო პროცესი.

 რუსთავის საქალაქო სასამართლო კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა გარემო მთლიანად სასამართლოში, ასევე, თავად სასამართლო პროცესი იყოს მაქსიმალურად ადაპტირებული ბავშვის საჭიროებებზე და დაცული იყოს მათი უფლებები.

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია