Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

28-11-2024
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 19 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კერძოდ: კონკრეტულ მუხლზე არსებითი განხილვით და საპროცესო შეთანხმებით მიღებული განაჩენების ასლებს, კონკრეტული განაჩენის ასლს, დადგენილებების ასლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე  - წარმოების შეწყვეტაზე სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო,  სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრების ბათილად ცნობის თაობაზე, კონკრეტულ მუხლზე გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების ასლებს, სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო ხუთი გადაწყვეტილების ასლს, სტატისტიკას - სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, განაჩენების ასლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახეზე შემოსულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სტატისტიკას - შემოსული საქმეების რაოდენობის თაობაზე უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან, იპოთეკასთან, სესხთან დაკავშირებულ საქმეებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას ვიწრო სპეციალიზაციებისა და მასში მოსამართლეების გადანაწილების თაობაზე, მოსამართლეთა რაოდენობების და ვინაობის მითითებით. ინფორმაციას საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის თაობაზე, მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკებს და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოსამართლის აცილების და თვითაცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, ინფორმაციას ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას საქმეთა რიგითობით განაწილების წესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის და მათში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის თაობაზე. ინფორმაციას სხვა მოსამართლისათვის საქმის დროებითი გადაცემის თაობაზე,  სტატისტიკას - აღკვეთის ღონისძიებების თაობაზე, სტატისტიკას - მიღებული განაჩენების თაობაზე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით, სტატისტიკას - ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების თაობაზე, სტატისტიკას - უძრავი ქონების იპოთეკის თაობაზე, სტატისტიკას - სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის სახით ჩამორთმეული ავტომანქანების საერთო რაოდენობის, მათი საერთო ღირებულების თაობაზე, ასევე ჩამორთმეული ქონების რა ნაწილი გადაეცა მესაკუთრეს და რა ნაწილი სახელმწიფოს. ინფორმაციას თითოეული მოსამართლის მიერ განხილულ და განსახილველ საქმეთა რაოდენობის შესახებ, განაჩენებს - გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, კონკრეტული მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე, ასკ-ის 1661 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს. 

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 10 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

ბ) 06 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაიგზავნა სტატისტიკა, დანარჩენი ინფორმაცია არ მუშავდებოდა, ინფორმაციის მოძიება კი საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რომელიც გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას. საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამას არ გააჩნია ფუნქცია შეარჩიოს თუ რომელი ბოლო ხუთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მიერ. ვინაიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე, შეუძლებელი იყო, ზუსტი მონაცემების გაცემა.

გ) 03 განცხადებაზე განმცხადებლებს ეთქვათ უარი. ერთ შემთხვევაში უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ  მოთხოვნილი გადაწყვეტილებების მიღება ხდება უშუალოდ სხდომაზე, მატი ცალკე დამუშავება არ ხდება, აღნიშნულის მოძიება და დამუშავება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას. მეორე შემთხვევაში - უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ ამ სახის შუამდგომლობები განიხილება მხოლოდ დახურულ სასამართლო სხდომაზე და გამოიყენება საიდუმლო საქმისწარმოების წესები. მესამე შემთხვევაშიც ინფორმაციის დამუშავება რუსთავის სასამართლოში არ ხდება.

 

2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ შემოსული იქნა 03 საჩივარი, რომელთაგან ერთ საჩივარზე, რომელზეც აღარ არსებობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის ქმედების განხორციელების დავალდებულების და საჯარო ინფორმაციის განმეორებით გაცემის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, ორი საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან, საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია