„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების საფუძველზე, 2024 წლის 26 ნოემბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოხელეებს: მოსამართლის თანაშემწეებს: თამარ ჩიქოვანს და ეკატერინე ბერიძეს; სხდომის მდივნებს: სალომე არევაძეს და მარიამ გაზაშვილს, ასევე საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტს - ნაჯიბა მამედოვას შეფასების შედეგებისა და მათზე დაკისრებული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები.
|