რუსთავის საქალაქო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის - III რანგის - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (1 საშტატო ერთეული) შევსების მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად, 2025 წლის 20 იანვარს გამოცხადდა ღია კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსის მე-2 ეტაპზე გამოცხადდა 2 კანდიდატი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 13 თებერვლის №4 შემაჯამებელი სხდომის ოქმის თანახმად, კანდიდატები შეფასდნენ რა გამოცხადებული ვაკანსიისთვის დადგენილი ძირითადი, სპეციალური და დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ იქნა საუკეთესო კანდიდატი - მაკა პეტრიაშვილი.
კონკურსის მონაწილე კანდიდატებს, რომელთაც უარი ეთქვათ დასანიშნად წარდგენაზე და გაეგზავნათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უფლება აქვთ მიმართონ რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
|