რუსთავის საქალაქო სასამართლომ მორიგი მადლობის წერილი მიიღო.
მოქალაქე მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ქალბატონ ნინო ონიანს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. ასევე, გაწეული შრომისთვის მადლიერებას გამოხატავს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის - სოფიო ტაბატაძისა და სხდომის მდივნის - ანა ქარჩავას მიმართ.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 2025 წელს, ეს უკვე მე-2 შემთხვევაა, როდესაც სასამართლოს მომხმარებელი, წერილობით გამოხატავს მადლიერებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისა და თანამშრომლების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეს მოცემულ შემთხვევაშიც არ დაუმალავს პერსონალური მონაცემები, საზოგადოებას წარმოდგენილ განცხადებას ვთავაზობთ ამ პირის პერსონალური მონაცმების დაფარვით, ვინაიდან, ჩვენ არ შეგვითანხმებია მასთან აღნიშნული განცხადებას გასაჯაროების საკითხი.
|