Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

22-01-2026
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირებისაგან შემოვიდა 41 განცხდება.

 

02 განცხადება შემოსული იქნა 2023 წლის დეკემბრის თვეში, მას შემდეგ რაც 2023 წლის ანგარიში გაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას, კერძოდ: განცხადებაში მითითებულ პერიოდში რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმნის მონაწილეობით ჩატარებული პროცესების რაოდენობის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირებისთვის თარგმანის განხორციელების თაობაზე, ასევე თუ რამდენი თარჯიმანი ემსახურებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს კონკრეტულ წლებში. კონკრეტულ მუხლზე გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების ასლებს, არსებითი განხილვით და საპროცესო შეთანხმებით მიღებული განაჩენების ასლებს. კონკრეტული განაჩენის ასლს. დადგენილებების ასლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებზე, კერძოდ: წარმოების შეწყვეტის თაობაზე სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო,  სიტყვიერი შენიშვნის შეფარდების თაობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო ხუთი გადაწყვეტილების ასლს. სტატისტიკას და განაჩენების ასლებს კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ სახეზე შემოსულ საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. სტატისტიკას - შემოსული საქმეების რაოდენობის თაობაზე, რომლებიც ეხებოდა უძრავ ქონებას,  კერძოდ: საკუთრებასთან, იპოთეკასთან, სესხთან დაკავშირებულ საქმეებზე, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ინფორმაციას, სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციებისა და მასში მოსამართლეების გადანაწილების თაობაზე, მოსამართლეთა რაოდენობის და ვინაობის მითითებით. ინფორმაციას, საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის თაობაზე, მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკებს და ინფორმაციას, მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მოსამართლის აცილების და თვითაცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს. ინფორმაციას, ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას საქმეთა რიგითობით განაწილების წესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტის და მათში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის თაობაზე. ინფორმაციას, სხვა მოსამართლისათვის საქმის დროებითი გადაცემის თაობაზე.  სტატისტიკას - აღკვეთის ღონისძიებების თაობაზე. სტატისტიკას - მიღებული განაჩენების თაობაზე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით. ინფორმაციას, ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების თაობაზე. ინფორმაციას, სისხლის სამართლის საქმეებზე დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ავტომანქანების საერთო რაოდენობის, მათი საერთო ღირებულების თაობაზე, ასევე ინფორმაციას, ჩამორთმეული ქონების რა ნაწილი გადაეცა მესაკუთრეს და რა ნაწილი სახელმწიფოს. ინფორმაციას, თითოეული მოსამართლის მიერ განხილულ და განსახილველ საქმეთა რაოდენობის შესახებ, გენდერის ან გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, კონკრეტული მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს.  გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტულ წელს შევიდა კანონიერ ძალაში. სტატისტიკას - სასამართლოში შემოსული ადმინისტრაციული სარჩელების და ადმინისტრაციული საჩივრების რაოდენობის  თაობაზე. გადაწყვეტილებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, განჩინებებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადასინჯვის თაობაზე. სტატისტიკას - კონკრეტულ წელს საპროცესო შეთანხმებით დამთავრებული საქმეების რაოდენობის თაობაზე. არასრულწლოვნების განრიდების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს. სისხლის სამართლის საქმეებზე სტატისტიკას და გადაწყვეტილებებს საკუთრებაზე ყადაღის დადების და მოხსნის თაობაზე. ინფორმაციას, კონკრეტულ წელს, კონკრეტული მუხლით შემოსულ საქმეთა რაოდენობის თაობაზე. ინფორმაციას, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე დადგენილებების გასაჩივრების შესახებ. განჩინებებს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. სტატისტიკას - კონკრეტულ წლებში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხილული საქმეების თაობაზე და იმ მოსამართლეთა ჩამონათვალს, რომლებიც განიხილავენ მსგავს შუამდგომლობებს. სტატისტიკას და მიღებულ გადაწყვეტილებებს სასამართლო დავებზე, შრომითი ურთიერთობისას გამოვლენილი პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გადაწყვეტილებების ასლებს, სასამართლო დავებზე უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით.  სანივთო კატეგორიის დავებზე კერძოდ: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთის და გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე. კონკრეტულ საქმეებზე,  ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილბების ასლებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით წარმოებულ საარჩევნო დავებზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილების ასლს.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 25 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

 

ბ) 12 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: გაიცა ინფორმაციები სტატისტიკის თაობაზე, რიგ შემთხვევებში მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას. ნაწილობრივი უარი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ვინაიდან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს არ გააჩნია სრული წვდომა ელექტრონული განაწილების პროგრამის სტატისტიკურ მონაცემებზე, შეუძლებელი იყო, ზუსტი მონაცემების გაცემა. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამას არ გააჩნია ფუნქცია შეარჩიოს, საქმეები იმ კრიტერიუმებით რასაც ითხოვდა განმცხადებელი, აღნიშნულის ადამიანური რესურსით დამუშავება კი საქმეთა სიმრავლის გამო გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას.

გ) 06 განცხადებაზე განმცხადებლებს ეთქვათ უარი. უარები გამომდინარეობდა იქიდან, რომ  მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ წარმოებს. ამასთან, მოთხოვნილი კატეგორიის გადაწყვეტილებები მიიღება უშუალოდ სხდომაზე ზეპირად და ფიქსირდება სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერში. აღნიშნულის მოძიება და დამუშავება კი საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას. ასევე, უარი ეთქვა განმცხადებელს ისეთი გადაწყვეტილებების გაცემაზე, რომელიც მიიღება მხოლოდ დახურულ სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიყენება საიდუმლო საქმისწარმოების წესები.

 

2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ცალკე განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებას პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებად სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული არიან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსდა გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი, რომელთა საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე www.court.ge

 

საანგარიშო პერიოდში, სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ, ზემდგომ თანამდებობის პირთან შემოსული იქნა 04 საჩივარი. რომელთაგან ერთ საჩივარზე, დავის საგნის არარსებობის გამო (მოთხოვნილი ინფორმაცია განმცხადებლისთვის გაგზავნილი იყო), ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, ორი საჩივარი დარჩა განუხილველი, ვინაიდან, საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე, ხოლო ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილებებიდან არცერთი არ გასაჩივრებულა სასამართლოში სასარჩელო წესით.

 

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებს აქვთ საკუთარი ინტერნეტ ვებ. გვერდი www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი და ქვეყნდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციები.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია