|
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირებისაგან შემოვიდა 17 განცხადება.
02 განცხადება შემოსული იქნა 2024 წლის დეკემბრის თვეში, მას შემდეგ რაც 2024 წლის ანგარიში გაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას განცხადებებში მითითებულ პერიოდში, კერძოდ:
Ø სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტულ მუხლებზე მიღებული გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების ასლებს და სტატისტიკას. სტატისტიკას - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სასამართლო განხილვისას გამოვლენილი დანაშაულების შესახებ გაგზავნილი შეტყობინებების თაობაზე. სტატისტიკას - მიღებული განაჩენების თაობაზე კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით.
Ø სამოქალაქო საქმეებზე სტატისტიკას - შემოსული საქმეების რაოდენობის თაობაზე, რომლებიც ეხებოდა კერძო საკუთრებას ან სამკვიდრო ქონების უმკვიდროდ ცნობას და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას, ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ინფორმაციას, საბანკო სესხებთან დაკავშირებით, რამდენ სარჩელზე ეთქვა მოსარჩელეს მიღებაზე უარი, რამდენზე დადგინდა ხარვეზი და ითხოვდა აღნიშნულზე მიღებულ განჩინებებს. ინფორმაციას, თუ როდიდან ამოქმედდა სასამართლო მედიაციის ცენტრი. სტატისტიკას, თუ რამდენი საქმე გადაეცა მედიაციას კონკრეტულ წლებში, რამდენ საქმეზე განხორციელდა სამედიაციო შეთანხმების გაფორმება, მედიაციაზე გადაცემულ საქმეებზე რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რამდენს ეთქვა უარი და რამდენი საქმე არ იქნა მიღებული წარმოებაში.
Ø ადმინისტრაციულ საქმეებზე ინფორმაციას, შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებებს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებთან დაკავშირებით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობის მიზნით მოთავსების თაობაზე. სტატისტიკას - დამცავ ორდერებთან დაკავშირებით.
Ø ინფორმაციას, კონკრეტულ წელს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსული საქმეების (სისხლი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული) რაოდენობის თაობაზე.
შემოსული განცხადებებიდან:
ა) 06 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;
ბ) 04 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ: გაიცა ინფორმაციები სტატისტიკის თაობაზე. რიგ შემთხვევებში მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და საქმეთა სიმრავლიდან გამომდინარე, ინფორმაციის მოძიება საჭიროებდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას და გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას.
გ) 09 განცხადებაზე განმცხადებლებს ეთქვათ უარი. მათგან 07 შემთხვევაში უარის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება რუსთავის საქალაქო სასამართლოში არ წარმოებს. ამასთან, აღნიშნულის მოძიება და დამუშავება კი საჭიროებდა საქმეების სისტემატიზაციას და დამუშავებას, რაც თავის მხრივ მოითხოვდა დიდ დროს და სასამართლოს რესურსს, რაც გამოიწვევდა თანამშრომელთა ძირითადი ფუნქციებისგან მოწყვეტას და ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას.
უარი ეთქვა განმცხადებელს ისეთი გადაწყვეტილებების გაცემაზე, რომლებიც მიიღება მხოლოდ დახურულ სასამართლო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიყენება საიდუმლო საქმისწარმოების წესები. ერთ შემთხვევაში კი განაცხადი არ პასუხობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებს პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებად სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული არიან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სპეციალისტი, რომელთა საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე www.court.ge
საანგარიშო პერიოდში, სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.
რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებს აქვთ საკუთარი ინტერნეტ ვებ. გვერდი www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი და ქვეყნდება პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციები.
|