Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ კანცელარიის განყოფილებების მოქალაქეებთან საკომუნიკაციო სარკმელები აღჭურვა მრავალფუნქციური დამცავი ფარებით და ხმის მიმღებ-გადამცემი სისტემებით როგორც რუსთავში, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადობა მოიცავს ქართული ენის არმცოდნე მოქალაქეთა მჭიდრო დასახლებულ ტერიტორიებს და არც თუ იშვიათია ქართული ენის არმცოდნე პირთა მომართვიანობა, ჩვენს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქართული ენის არმცოდნე მოქალაქეებთან კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, გამოგვეყენებინა „გუგლ მთარგმნელის“ შესაძლებლობები. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მომხმარებელი, რომელიც არ ფლობს ქართულ ენას, მისთვის საინტერესო კითხვას სვამს მის მშობლიურ ენაზე და ჩვენგან ქართულ ენაზე გაცემულ პასუხს იღებს ისევ მის მშობლიურ ენაზე. აღნიშნულით ჩვენ ვცდილობთ, ამ პირობებშიც კი, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, ამასთან, მონაწილეობა მივიღოთ „გუგლ მთარგმნელისთვის“ ქართული ენის ციფრული ვერსიის განვითარებაში და ასევე, დავიცვათ ჩვენი მოხელეები (თარჯიმნები)  მომხმარებლებთან დაუცველი კავშირისგან.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენს მიერ კომპიუტერული სისტემის ამგვარი მოწყობა შესაძლებელს ხდის, მომხმარებელთან ახლო კონტაქტის გარეშე (ეკრანის დუბლირებით) გადამოწმდეს სასამართლო სისტემაში მოქმედი  საქმის წარმოების პროგრამაში, როდის  აისახა ან აისახა თუ არა საერთოდ მომხმარებლის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი გზავნილი, თუკი ასეთი ეჭვქვეშ დადგება გამომგზავნის  მიერ.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია