Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელების პირობებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შეექმნა საფრთხე შეუფერხებლად განეხორციელებინა მართლმსაჯულება. თუმცა, მოსამართლეების და აპარატის თანამშრომლების მონდომებითა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენებით, შესაძლებელი გახდა, კორონავირუსით ინფიცირების პირობებშიც კი, შეეტანათ მათ საკუთარი წვლილი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, მოსამართლეებმა: რომან კუპატაძემ და ირინე ტყეშელაშვილმა თვითიზოლაციისას შეძლეს დისტანციურად ჩაეტარებინათ სასამართლო სხდომები. საყურადღებოა, რომ პროცესების წარმოებისას სხდომის მდივანი - გიორგი ძინძიბაძეც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, თუმცა, ტექნიკურად მოვახერხეთ და სხდომაში მონაწილე მხარეთა დისტანციური ჩართვის პარალელურად, განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში დანერგილი სასამართლო სხდომის აუდიო ოქმის წარმოება, რითიც  უზრუნველყოფილ იქნა საპროცესო კანონმდებლობის განუხრელი დაცვა. ამასთან, აღნიშნულით გადაიდგა კიდევ ერთი პროგრესული ნაბიჯი დისტანციური მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით.

ამავე მიზნებით, მოსამართლის თანაშემწეებმა: ბადრი ოთარაშვილმა და ნათია კანთელაძემ, ასევე, დისტანციურად შეძლეს სასამართლო გადაწყვეტილების პროექტების მომზადება და მოსამართლეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა.

ვფიქრობთ, სწორედ ასეთი თავდადება ქმნის საფუძველს იმედისა, რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ და მივაღწევთ კიდევ მეტ წარმატებას.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია