Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

12-01-2021
სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება

ძნელია მხოლოდ სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რომელიც გიპყრობს, როცა ხედავ შენი კოლეგების თანადგომას, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღეს სუფევს კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. თუმცა, თავს ვალდებულად ვთვლი, სულ მცირე მაინც გავაკეთო - საჯაროდ მადლობა გადავუხადო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერს - ბატონ გურამ კორკოტაშვილს, მოსამართლის თანაშემწეს - ბატონ ბადრი ოთარაშვილს, კანცელარიის განყოფილების უფროსს - ქალბატონ მაია იასეშვილს, ამავე სასამართლოს საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტს - ქალბატონ მარიამ გაზაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ერთ დღეში ხორცი შეასხეს იდეას, ქვეყანაში არსებული პირბადეების დეფიციტიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლებისთვის თავადვე შეგვეკერა პირბადეები. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე საათში მცირე სამკერვალოდ გადააქციეს სასამართლოში არსებული ნაფიცმსაჯულთათვის განკუთვნილი სასადილო სივრცე, მოვიძიეთ საჭირო მასალები და დღის ბოლოს შრომის შედეგიც დაიდო.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი სოლიდარობით და თავდადებით შევძლებთ გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევას და დავიცავთ ერთმანეთსა და საზოგადოებას.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია