Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

09-01-2021
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2019 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 42 განცხდება.

 

შემოსული განცხადებებიდან ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების ოდენობას, თავმჯდომარის ბრძანებას მორიგეობის დროს განსახილველ საქმეთა სახეობების შესახებ, მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკებს. დანარჩენ - 41 შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმების სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლებს, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობას. ასევე, მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას, სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების და სახეების მიხედვით, ძალადობის მუხლებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციას სასამართლოსთვის ფოტო/ვიდეო გადაღების და აუდიო ჩაწერის  მომართვიანობის რაოდენობის შესახებ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლებს.  

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 6 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან ხუთ შემთხვევაში მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა და ერთ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვდა ინფორმაციას სასამართლოსთვის განმცხადებლების მომართვიანობის რაოდენობის შესახებ და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე თითოეული განმცხადებლის სახელის და გვარის მითითებას, მოთხოვნით კი არ დგინდებოდა ამ მონაცემების გამოთხოვის აუცილებლობა, არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლის და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა;

 

ბ) 33 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

 

გ) არ დაკმაყოფილდა 3 განცხადება. ერთ შემთხვევაში განმცხადებლისთვის უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნილ საქმეზე არ იყო დამდგარი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ხოლო ორ შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილში უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

2019 წლის განმავლობაში გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ერთი განცხადება იქნა შემოსული, რომლითაც განმცხადებლი მოითხოვდ საჯარო ინფორმაციას კონკრეტულ საქმეებზე, მათი განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, რომელიც დაკმაყოფილდა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 

 

 

 

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია