Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

09-01-2021
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში 

2020 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 49 განცხდება, ერთი განცხადება შემოსულ იქნა 2019 წლის 10 დეკემბერს, მას შემდეგ როცა 2019 წლის ანგარიში გაგზავნილ იქნა შესაბამის უწყებებში.

 

შემოსული განცხადებებიდან ორ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების ოდენობას, თავმჯდომარის ბრძანებას მორიგეობის დროს განსახილველ საქმეთა სახეობების შესახებ, მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკებს და მათში ცვლილებების შეტანას. დანარჩენ - 48 შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმეების სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობას. განრიდების მიზნით საქმის დაბრუნების რაოდენობას. ასევე, მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას, სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების და სახეების მიხედვით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, სასამართლოში თარჯიმანთა რაოდენობას და ინფორმაციას მოწვეული თარჯიმნის კვალიფიკაციის თაობაზე, მოსამართლის აცილების და თვითაცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, სტატისტიკას მედიაციაზე საქმეთა გადაცემის თაობაზე, ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით მიღებული განაჩენების ასლებს, სექსუალური შევიწროების საქმეებზე მიღებული დადგენილებების ასლებს, სტატისტიკას მამხილებელთა განცხადებების თაობაზე, განჩინებების ასლებს საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული ღონისძიებების, გამოცემული ბრძანებების, სასამართლოს სხდომების გადადების (მათი საფუძვლების და რაოდენობის მითითებით), დისტანციურად ჩატარებული პროცესების თაობაზე,  სასამართლო სტატისტიკის წარმოების, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ, გამოცემული დამცავი ორდერების რაოდენობის თაობაზე, მედიაციის ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქმეთა განხილვის და გადაწყვეტილების მომზადების ვადებთან დაკავშირებით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებით შემოსული საქმეების სტატისტიკას და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, სხვა კოლეგიაში/სპეციალიზაციაში მოსამართლისთვის საქმის განხილვის დავალების შესახებ, მენეჯერის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანებების ასლებს და ინფორმაციას მენეჯერის სამუშაო აღწერილობის თაობაზე.  

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 11 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან, შვიდ შემთხვევაში მომთხოვნისთვის სასურველი კრიტერიუმებით მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა  არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლის და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა, განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას. ოთხ შემთხვევაში მოთხოვნის ნაწილში განცხადება რეაგირების მიზნით გადაიგზავნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

ბ) 37 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

 

გ) არ დაკმაყოფილდა 2 განცხადება. ერთ შემთხვევაში განმცხადებლისთვის უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ განცხადება არ პასუხობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს,  ხოლო მეორე შემთხვევაში უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ განცხადება, რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 წელს საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ რეაგირების მიზნით გადაგზავნილ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

 

2020 წლის განმავლობაში გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ერთი განცხადება იქნა შემოსული, რომლითაც განმცხადებლი მოითხოვდ საჯარო ინფორმაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, რომელიც დაკმაყოფილდა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია