Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

15-09-2021
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2021 წლის 01 აპრილიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 17 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის დაუსწრებელი) ასლებს, სტატისტიკას არსებითი განხილვით და არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენების თაობაზე. ამასთან, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს. სტატისტიკას მედიაციაზე გადაცემულ საქმეთა რაოდენობის და დასრულების თაობაზე, დანაშაულით მიყენებული ზიანის მოთხოვნით შემოსული სარჩელების რაოდენობის შესახებ, განჩინებებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების თაობაზე, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამართლებელი და გამამტყუნებელი ვერდიქტების რაოდენობის და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სასამართლო სხდომების რაოდენობის თაობაზე.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 01 განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა  არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლის და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა, განმცხადებლისათვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ბ) 16 განცხადება დაკმაყოფილდა;

 

2021 წლის 01 აპრილიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია