Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

25-01-2022
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2021 წლის 01 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 16 განცხდება.

 

შემოსული განცხადებებიდან ერთ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკებს და მათში ცვლილებების შეტანას. მეორე შემთხვევაში ითხოვდნენ ინფორმაციას, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან სხვა სასამართლოში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვის თაობაზე, დანარჩენ - 14 შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმეების სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, მათ შორის ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო პრაქტიკას, ასევე გადაწყვეტილებების ასლებს შეზღუდული ქმედუნარიანი (მცირეწლოვანი) პირის მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, განჩინებებს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების არაკანონიერად ცნობის თაობაზე,  განაჩენების ასლებს. ინფორმაციას, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებით შემოსული საქმეების სტატისტიკასთან დაკავშირებით, ინფორმაციას დისტანციურად და არადისტანციურად ჩატარებული სასამართლო სხდომების თაობაზე.

 

 შემოსული განცხადებებიდან:

ა) 4 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვინაიდან, განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა, არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლის და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ინფორმაციის მომთხოვნის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

ბ) 11 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

 

გ) ერთ განცხადებაზე მოქალაქეს ეთქვა უარი, ვინაიდან, განცხადებაში მითითებული იყო საქმის ნომერი და მხარეები, რის გამოც, აზრი ეკარგებოდა მონაცემთა დაფარვას და განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა, მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში.

2021 წლის 01 ოქტომბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია