Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

statistika

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

11-04-2022
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად  საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო  ინფორმაციის გაცემის თაობაზე 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ..

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს  ანგარიში

 

2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოვიდა 16 განცხდება.

 

შემოსული განცხადებების თანახმად, განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმეების სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, განხილვის შედეგების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, მათ შორის გამამართლებელი და გამამტყუნებელი განაჩენების ასლებს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის თანამდებობათა სამუშაო აღწერილობის დადგენის და ფუნქციების შესახებ, საკონკურსო კომისიის დანიშვნის შესახებ გამოცემულ ბრძანებებს და კომისიების სემადგენლობას, ინფორმაციას ღია და დახურული კონკურსების თაობაზე პოზიციების მითითებით, ინფორმაციას კომისიის წევრის განსხვავებული აზრის თაობაზე, კომისიის სხდომის ოქმების ასლებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საშტატო ნუსხას, თუ რამდენჯერ ეთქვათ მხარეებს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გამამართლებელი და გამამტყუნებელი ვერდიქტების რაოდენობის და რამდენმა მოქალაქემ თქვა უარი ნაფიც მსაჯულობაზე. ამასთან, არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, კონკრეტულ პერიოდში მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ საქმეებზე სტატისტიკას. სტატისტიკას დანაშაულთა კატეგორიების და სახეების მიხედვით. ასევე, სტატისტიკას, მოსამართლეთა წარმოებაში არსებულ კომერციულ დავებზე და შრომით სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ მიღებულ დროებით განჩინებებს  და ინფორმაციას დისტანციურად ჩატარებული პროცესების თაობაზე.

 

შემოსული განცხადებებიდან:

 

ა) 3 განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა. განმცხადებლებისათვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოთხოვნილი სახით ინფორმაციის მოძიება/დამუშავება ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, მოითხოვდა საკმაოდ დიდ დროსა და სასამართლოს რესურსს.

 

ბ) 9 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად;

 

გ) 4 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ვინაიდან, განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა, არ იკვეთებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძვლის და ამავე კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისათვის დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის არსებობა. განმცხადებლებისთვის ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭირო იყო ისეთი დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რასაც როგორც წესი სასამართლო არ ახდენს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი გახდებოდა სასამართლოს მოხელეთა უმრავლესობა დაკავებულიყო მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის დამუშავებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა სასამართლოს პარალიზებას და შეუძლებელს გახდიდა სრულყოფილი მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ინფორმაციის მომთხოვნის მიერ არ გასაჩივრებულა;

 

2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადება პასუხი გაცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროს და გარდაბნის მაგისტრატი  სასამართლოს სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კანონის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართ არ შემოსულა არცერთი საჩივარი ან სასარჩელო განცხადება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებ-გვერდი: courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებლი.

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია