Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამებით აღიჭურვა 6, ხოლო გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში 2 სხდომის დარბაზი. აღნიშნულ დარბაზებში ხელმისაწვდომია ვებექსის, სკაიპის და ჯაბერის პროგრამული უზრუნველყოფები, ამასთანავე შესაძლებელია პარალელურად 2 ელექტრონული პროგრამის გამოყენება და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონული სასამართლო სხდომის ოქმის წარმოება.

 

დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფებით შესაძლებელია მხარეთა და მონაწილე პირთა დისტანციურად ჩართვა, როგორც მათი ადგილსამყოფელიდან, ასევე სასამართლოში გამოცხადების შემთხვევაში სხვადასხვა დარბაზებიდან. დამატებით, სასამართლოში გამოცხადებულ მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის მიზნით, მოეწყო იზოლირებული სივრცე შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, რაც შესაძლებელს ხდის სასამართლოში გამოცხადებული პირი დაიკითხოს დისტანციურად, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მოწმის, ასევე სასამართლო სხდომაში მონაწილე პირთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

 

დღემდე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად ჩატარდა 31 სხდომა. აქედან 15 სხდომა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 5 სხდომა სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომის განხილვის ეტაპზე. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დისტანციურად განიხილა 1 წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა და 2 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა. ასევე დისტანციურად სხდომები ჩატარდა, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 7 და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 1 საქმეზე.

 

საყურადღებოა, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც იმხილება პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებული, რომელთა ბადრაგირებას უზრუნველყოფდა დაახლოებით 15 ბადრაგი, ბრალდებულების ინტერესებს იცავს 13 ადვოკატი,  ბრალდების მხარეს წარმოადგენს ერთი პროკურორი, რაც ჯამში სასამართლო სხდომის დარბაზში ახდენდა მინიმუმ 40 პირის კონცენტრირებას, ელექტრონული სისტემის გამოყენებით პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები სხდომაში მონაწილეობენ პენიტენციური დეპარტამენტის 2 სხვადასხვა დაწესებულებიდან ერთდროულად, დისტანციურად ვებექსის სისტემის გამოყენებით, ამავე სისტემის გამოყენებით მონაწილეობს ასევე ბრალდების მხარე, ხოლო ადვოკატები მონაწილეობენ როგორც ვებექსის, ასევე სკაიპის გამოყენებით, შედეგად სხდომის დარბაზში ხდება მაქსიმუმ 5 ადამიანის კონცენტრირება.

საყურადღებოა, რომ დისტანციურად ჩატარებულ ერთ-ერთ პროცესზე, სადაც იმხილებოდა პატიმრობაში მყოფი 2 ბრალდებული, შეიცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით და ბრალდებულები გათავისუფლდნენ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებიდან.

რუსთავის საქალაქო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოებში გატარებული ღონისძიებები მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სასამართლოს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია