Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

proeqtebi

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დისტანციური სამართალწარმოების პირობებში განხორციელებული კიდევ ერთი სიახლე

12-01-2021
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დისტანციური სამართალწარმოების პირობებში განხორციელებული კიდევ ერთი სიახლე

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საერთო სასამართლოების სისტემაში ამოქმედდა ცალკეული რეგულაციები და ამასთან, განისაზღვრა სასამართლო სხდომის დარბაზებში დასაშვებ პირთა შორის სავალდებულოდ დასაცავი დისტანცია. ამ რეგულაციების პირობებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოსა და მსოფლიოს სხვა (მათ შორის წარმატებული) ქვეყნების სასამართლოებს, სხდომის დარბაზების ფართების გათვალისწინებით, წარმოეშვა რეალური საფრთხე, სათანადოდ ვერ უზრუნველეყო ბრალდებულებისთვის მინიჭებული - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებით სარგებლობა (მოწვეულ ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების განთავსება სხდომის დარბაზში და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომების წარმართვა).

სასამართლოს წინაშე წარმოშობილ გამოწვევასთან გამკლავების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 9 ივნისის 177/თ ბრძანებით დადგენია ცალკეული ორგანიზაციული რეგულაციები, რომლებიც სასამართლო სხდომის დარბაზებში მანამდე განთავსებული ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით შესაძლებელს გახდიდა, ერთდროულად რამდენიმე სხდომის დარბაზში დისტანციურ რეჟიმში სხდომის წარმართვას. ამასთან, გაიწერა თითოეული თანამშრომლის მოვალეობები, როგორც პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში ხელშემწყობის, ასევე ვირუსის გავრცელებისგან დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების შესახებ.  

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული რეგულაციების და სასამართლო სხდომის დარბაზებში განთავსებული ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, 2020 წლის 7 ივლისს შეძლო დისტანციურ რეჟიმში  - ორ სხდომის დარბაზში ერთდროულად შეუფერხებლად წარემართა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი. კერძოდ, სასამართლოს N4 სხდომის დარბაზში სასამართლოს შემადგენლობასთან (მოსამართლე და სხდომის მდივანი) ერთად იმყოფებოდნენ 4 ადვოკატი, 4 ბრალდებული, 1 თარჯიმანი, 3 პროკურორი და 21 ნაფიც მსაჯულობის კანდიდატი, ხოლო N 7 სხდომის დარბაზში იმყოფებოდა 6 ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი.

 

საყურადღებოა, რომ შერჩევის პროცესის ამ სახით წარმართვა მოსახერხებელი აღმოჩნდა სხდომაში მონაწილე მხარეებისთვისაც და შედეგად გამოცხადებული 27 ნაფიც მსაჯულობის კანდიდატიდან შეირჩა 2 მსაჯული.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია