Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

რუსთავის საქალაქო სასამართლო

18-04-2024
რუსთავის საქალაქო სასამართლო

2024 წლის 8 აპრილს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შეეხებოდა, სასამართლოს მანდატურების მხრიდან, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს.

შეხვედრას რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს მენეჯერი, მანდატურის სამსახურის უფროსი და მანდატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მომხსენებელმა - ლაშა რევაზიშვილმა, ადამიანისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრაქტიკული რჩევების მიმოხილვისას, ყურადღება გაამახვილა გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც ჯერ არ გამოცხადებულა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანდატური კონკრეტულ შემთხვევებში, კერძოდ: ა) სისხლდენა; ბ) ეპილეფსიური კრუნჩხვა; გ) გულის წასვლა; დ) გულის შეტევა და ა.შ.

მომხსენებელმა - მიხეილ გრემელაშვილმა ვებ-გვერდზე: www.youtube.com/watch?v=rwcukyv_J3U გამოქვეყნებული ვიდეორგოლის დემონსტრირებით, წარმოადგინა პრეზენტაცია სამსახურებრივი სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებზე, რა დროსაც გასათვალისწინებელია, რომ მათი გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული დაკავებული/დასაკავებელი პირის სხეულის დაზიანება. ამავე პრეზენტაციის ფარგლებში, აღინიშნა მანდატურის მხრიდან განსახორციელებელი ცალკეული მოქმედებები, რათა დროულად და უსაფრთხოდ გამოვლინდეს დაკავებული/დასაკავებელი პირის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები.

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია