Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

2016 wlis informacia sajaro informaciis gacemis Taobaze

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს:

მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2016 წლის განმავლობაში სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 23 მომართვა, ასევე 2 მომართვა შემოვიდა ხონის მაგისტრატ სასამართლოში და 9 მომართვა ვანის მაგისტრატ სასამართლოში. აქედან სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნას შეეხებოდა 22 მომართვა,  გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას - 5 მომართვა, ხოლო 7 მომართვა მოიცავდა როგორც სტატისტიკური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილების ასლების მიწოდებას. 33 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო ერთ მომართვას, რომელიც შეეხებოდა გადაწყვეტილების ასლის მიწოდებას, უარი ეთქვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 44-ე მუხლისა და ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანით სამტრედიის რაიონულ სასამართლოსათვის, ასევე ხონისა და ვანის მაგისტრატ სასამართლოებისათვის არ მოუმართავთ.  

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ნანა გრიგოლია

კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი

 

 

 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია