|
სენაკის რაიონული სასამართლო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს კონკურსს სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსის ეტაპებია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალების მიცემა და გასაუბრება. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "სენაკის რაიონული სასამართლო". |