დაიბადა 1983 წლის 17 აგვისტოს ქ. აბაშაში.
2000 წელს დაამთავრა აბაშის პროფსამეცნიერო სასწავლო საწარმოო ცენტრი სპეციალობით - ცხოველთა ვეტერინარულიდამუშავების ოპერატორი.
2000 წელს ჩაირიცხა ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარულ - ეკონომიკურ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე (სპეციალობით სამართალმცოდნეობა).
2000 წლის ნოემბრიდან 2003 წლის 16 იანვრამდე სტაჟირებას გადიოდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის აბაშის საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში.
2003 წლის 16 იანვრიდან 2005 წლის 19 ოქტომბრამდე მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის აბაშის საგამოძიებო ქვეგანყოფილებაში გამომძიებლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე (2003 წლის 16 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №4 ბრძანების საფუძველზე).
2003 წლის 10 აპრილიდან 2003 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაიარა არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში ზოგადი მენეჯმენტის საფუძვლები და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები შემდეგი პროგრამებით Windows; Wordi; Excel; WiRaR;
2004 წლის 25 ივლისიდან 2004 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიარა კომპიუტერის შემსწავლელი კურსები შპს ”ვლვ” -სთან არსებული, შემდეგი პროგრამებით: Windows-98; Ms – Word -98; Ms – Powerpoint -98; Abode Page Maker; Pbuush;
2005 წელს წარჩინებით დაამთავრა ცოტნე დადიანის სახელობის სოხუმის ჰუმანიტარულ - ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და 2005 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2005 წლის 20 ოქტომბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა აბაშის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი და 2009 წლის 30 იანვარს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა.
2011 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 06 მაისამდე მუშაობდა აბაშის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად.
2011 წლის 06 მაისიდან 2012 წლის 07 თებერვლამდე მუშაობდა სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2012 წლის 07 თებერვლიდან 2013 წლის 24 სექტემბრამდე მუშაობდა სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის სასამართლო მენეჯერის - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
2013 წლის 24 სექტემბრიდან კონკურსის შედეგების მიხედვით დაინიშნა სენაკის რაიონული სასამართლოს აპარატის სასამართლო მენეჯერის - საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსად.
2016 წლის ივნისიდან 2016 წლის აგვისტომდე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში GIPA -ში გაიარა ტრენინგი - PR და ღონისძიებების მართვა, (საზოგადოებასთან ურთიერთობა და მართვა).
2018 წლის 10 – 11 ნოემბერი - ევროპული აკადემიის ცენტრი - ტრენინგ - კონფერენცია - HR მენეჯმენტი და პრაქტიკული ფსიქოლოგია (სერტიფიკატი)
2020 წლის 18 დეკემბერი - ონლაინ ვებინარი - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვის სახითხები (ორგანიზატორები - საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა საბჭო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN);
2021 წლის 22 იანვარი 2021 წლის 26 თებერვალის ჩათვლით ონლაინ ვებინარის სერია - „ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ“ – (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიდგომა და შრომის საერთაშორისო სტანდარტები - შრომის საერთაშორისო სტანდარტები; ბავშვთა შრომა და იძულებითი შრომა; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, პრევენციული კულტურის მშენებლობა, დამსაქმებელთა თანაბარი შესაძლებლობები და მოპყრობა, დავების განხილვის მექანიზმები და ფორმები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპები და სექსუალური ნიშნით შევიწროვება, ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება) – (სერტიფიკატი)
2021 წლის 17 თებერვალი - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ნატო - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებული შეხვედრა - საჯარო სამსახურში მოხელის დროებითი ტრანსფერის კონცეფციის პროექტის განხილვა.
2021 წლის 17 თებერვალი - “ევროპის ბიზნეს სკოლის“ ტრენერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ვებინარი - ფსიქო-ტრანსფორმაცია.
2021 წლის 30 მარტი - „პროფესიული გადაწვა და სამუშაო სტრესი“ - GYPA - საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული (სერტიფიკატი).
2021 წლის 14 – 16 აპრილი - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი „საჯარო სამსახურში მართვასა და ლიდერობაზე“ (სერტიფიკატი)
2021 წლის აპრილის თვეში (5 აპრილი, 7 აპრილი, 12 აპრილი, 14 აპრილი და 19 აპრილი) -ილიაუნის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგი "მედიატორის უნარ-ჩვევები" (სერტიფიკატი)
2021 წლის 29 ოქტომბერი - - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, შვედეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ორგანიზებული ტრენინგი - აზორვების ტრანფორმაცია და ორგანიზაციის კლიმატის გაუმჯობესება საჯარო სამსახურში, მიღწევები და გამოწვევები.
2022 წლის მაისი - დეკემბერი - საჯარო სამსახურის მიერ ორგანიზებული ტრენინგი კეთილსინდისიერების ამაღლება საჯარო სამსახურში (სერტიფიკატი).
2024 წლის 06 სექტემბრიდან, 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით შპს „ბიემსის“ ცენტრში გაიარა პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასწავლო კურსი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი (სერტიფიკატი)
არის დასაოჯახებელი.