Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

26-03-2014
შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

სენაკის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილის № 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები სასამართლოს თავმჯდომარეს, მენეჯერსა და აპარატის  თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურებს. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს, ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვასა და სასჯელის დანიშვნის პრინციპებს.

მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე და გამოთქვეს მომავალში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი.

სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებთან მსგავსი შეხვედრების გამართვას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია