სენაკის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 30 მაისს, ქ. სენაკი № 7 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს მენეჯერსა და მოსამართლეებს, გაეცვნენ სასამართლო აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას და დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, სასამართლოს თანამშრომლებმა უპასუხეს მოსწავლეებს საინტერესო შეკითხვებზე.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს სასამართლომ გადასცა წიგნი ”ბავშვი და სამართალი”
სენაკის რაიონული სასამართლო აღნიშნულ აქტივობებს მომავალშიც გეგმავს |