Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

იმიტირებული სასამართლო პროცესი აბაშის მაგისტრატ სასამართლოში

10-06-2014
იმიტირებული სასამართლო პროცესი აბაშის მაგისტრატ სასამართლოში

2014 წლის 10 ივნისს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში ქ. აბაშის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს სასამართლოს თავმჯდომარე, მენეჯერი, აპარატის თანამშრომლები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

ნაფიცმა მსაჯულებმა განსახილველ საქმეზე ერთხმად მიიღეს გამამართლებელი ვერდიქტი და ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს.

სკოლის დირექტორმა, საგნის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა სასამართლოს მოხელეებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

დასასრულს ბავშვებს და პედაგოგებს სასამართლომ საჩუქრად გადასცა წიგნი ”ბავშვი და სამართალი”

სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მომავალშიც გამოთქვეს მსგავსი ღონისძიებების მოწყობის სურვილი.

სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც გააგრძელებს მსგავს აქტოვობებში მონაწილეობის მიღებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია