Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტაჟირება სენაკის რაიონულ სასამართლოში

24-11-2014
სტაჟირება სენაკის რაიონულ სასამართლოში

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით სენაკის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.

 

სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

 

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

 

 

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. კონკურში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებულ ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურს ჩაატარებს სენაკის რაიონული სასამართლოს საკონკურსო - საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 12 დეკემბერი. სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე www.hr.gov.ge, ვაკანსიის ძებნის გვერდზე, ველში ”დამსაქმებელი”, მიუთითეთ სენაკის რაიონული სასამართლო

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია