2014 წლის 11 დეკემბერს სენაკის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქალაქ სენაკის ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები მოსამართლეებს, სასამართლოს მენეჯერსა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ, გაეცვნენ სასამართლოს აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას და დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა. მიიღეს ამომწურავი პასუხები მათვის საინტერესო კითხვებზე.
მოსწავლეები დაესწრნენ სისხლის სამართლის საქმის განხილვას.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად წიგნი ”ბავში და სამართალი”
აღნიშნულ აქტივობებს სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განახორციელებს. |