სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები 2014 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში სენაკის რაიონულ სასამართლოს ეწვივნენ.
მოსწავლეებს სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები შეხვდნენ, რომლებმაც გააცვნეს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე სასამართლოს ყოველდღიური საქმიანობა, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა და სხდომათა დარბაზები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნი ”ბავშვი და სამართალი”
აღნიშნულ აქტივობებს სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განახორციელებს. |