Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეები სტუმრად სენაკის რაიონულ სასამართლოში

25-05-2015
სკოლის მოსწავლეები სტუმრად სენაკის რაიონულ სასამართლოში

2015 წლის 25 მაისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მრავალპროფილიანი კერძო სკოლა - ”მაია ერთის” სკოლის მოსწავლეები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში აბაშის №2-ე საჯარო სკოლისა და ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები სისხლის სამართლის პროცეს დაესწრნენ, ხოლო პროცესის შემდეგ მოსწავლეები სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან ნუცუბიძეს, მოსამართლეს ქალბატონ დარეჯან კვარაცხელიასა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. მოსწავლეები გაეცვნენ აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას და დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, მიიღეს ამომწურავი პასუხები მათვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად წიგნი ”ბავშვი და სამართალი” და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ CD დისკები გადაეცათ.

 

აღნიშნულ აქტივობებს სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განახორციელებს.

იხ. ბლუმი

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია