Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სენაკის რაიონულ სასამართლოში

28-05-2015
მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად სენაკის რაიონულ სასამართლოში

2015 წლის 28 მაისს, სენაკის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მენჯის საჯარო სკოლის მოსწვალეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სასამართლოს სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, დაესწრნენ სისხლის სამართლის საქმეების განხილვას, პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან ნუცუბიძეს, მოსამართლეს ქალბატონ დარეჯან კვარაცხელიასა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. მოსწავლეები გაეცვნენ აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე სასამართლოს ყოველდღიურ საქმიანობასა და მართლმსაჯულების განხორციელების წესს, ამომწურავი პასუხები მიიღეს მათვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად წიგნი ”ბავშვი და სამართალი” და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ CD დისკები გადაეცათ.

 

სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განაგრძობს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია