Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სტუმრად სკოლის მოსწვალეები

04-06-2015
სტუმრად სკოლის მოსწვალეები

2015 წლის 03 ივნისს, აბაშის მაგისტრატ სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში აბაშის პირველი საჯარო სკოლის მოსწვალეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზი დაათვალიერეს, მოსწავლეები სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში ბატონ რომან ხორავასა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ CD დისკები გადაეცათ.

 

სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განაგრძობს მსგავი აქტივიბების განხორციელებას.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია