Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

18-11-2015
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

2015 წლის 17 ნოემბერს ბრალდებულების ადვოკატებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ გაკეთდა განცხადებები სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებას.

ადვოკატის მხრიდან ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:

1: ბრალდებულის დაკავება მოხდა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც წარმოადგენს კანონის დარღვევას.

2: დაპატიმრების ერთერთი საფუძველი იყო ოკუპირებულ ტერიტორიასთან სენაკის რაიონის სიახლოვე.

3: სენაკის რაიონული სასამართლო და პროკურატურა განთავსებულია ერთ შენობაში, რაც გააადვილებდა სასამართლო განჩინების მიღებას დაკავების შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ:

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ შეისწავლა პირის დაკავების კანონიერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაკავებისას დაცული იყო დაკავების წესი. (სსსკ-ის 171 მუხლი). ბრალდებულის დაკავება მოხდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც გავლილი ჰქონდა რეგისტრაცია და ელოდებოდა ჩასხდომას საქართველოს დატოვების მიზნით. ამ ვითარებაში პროცესის მწარმოებელ ორგანოს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო სასამართლოს განჩინება, რადგან საამისოდ განკუთვნილი დრო ბევრად აღემატებოდა პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად განკუთვნილ დროს.

დაკავების წესზე კონტროლი სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ მუდმივად ხორციელდება და უამრავი მაგალითია პრაქტიკულ საქმიანობაში იმისა, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ხდება დაკავებული ბრალდბეულის განთავისუფლება.

სასამართლომ პატიმრობის გამოყენებისას არ გაიზიარა პროკურორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი იყო პირს დაეტოვებინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოკუპირებული ტერიტორიიდან. ამის თაობაზე მოსამართლის მოსაზრებამ ასახვა ჰპოვა განჩინებაში და უშუალოდ პროცესზე მხარეებს მიეცათ შესაბამისი განმარტებები.

აღნიშნული გარემოება კარგად იყო ცნობილი ადვოკატისთვის, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდა სასამართლო პროცესს, თუმცა რატომღაც მან ცალმხრივად გააშუქა მომხდარი და საზოგადოებას მიაწოდა მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი, სუბიექტური ინფორმაცია.

აბსოლუტურად უსაფუძვლო, გაუგებარი და გაუმართლებელია დაცვის მხარის მიერ მისი პოზიციების გამყარება იმაზე მითითებით, რომ სენაკის რაიონული პროკურატურა და სასამართლო განთავსებულია ერთ შენობაში და თითქოს ეს ქმნიდა საფუძველს იმისათვის, რომ პროკურორს უფრო იოლად შეეძლო დაკავების განჩინების მიღება. საკითხის სიცხადისათვის, გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს და რაიონული პროკურატურის მისამართები არის სხვადასხვა, ორივე შენობას გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი. არავითარი კავშირი გარდა კანონით დადგენილი წესებისა ამ ორ უწყებას არ გააჩნია. ადვოკატმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ტერიტორიულ სიახლოვეს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროზე.

თვალსაჩინოებისა და საკითხის უკეთ აღთქმის მიზნით წარმოგიდგენთ განჩინების სათანადო წესით დაშტრიხულ ვერსიას.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია