Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სკოლის მოსწავლეების სტუმრობა სენაკის რაიონულ სასამართლოში

17-12-2015
სკოლის მოსწავლეების სტუმრობა სენაკის რაიონულ სასამართლოში

2015 წლის 17 დეკემბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში ქალაქ სენაკის პირველი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

სტუმრებმა სასამართლოს შენობა და სასამართლოს სხდომის დარბაზები დაათვალიერეს, მოსწავლეები სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ ლევან ნუცუბიძესა და აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ, გაეცვნენ აპარატის თითოეული რგოლის საქმიანობას, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე სასამართლოს ყოველდღიურ საქმიანობასა და მართლმსაჯულების განხორციელების წესს, ამომწურავი პასუხები მიიღეს მათვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად წიგნი ”ბავშვი და სამართალი” და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ CD დისკები გადაეცათ.

სენაკის რაიონული სასამართლო მომავალშიც განაგრძობს მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.

 

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია