სენაკის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს, აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს სენაკის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 23 აგვისტო. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,სენაკის რაიონული სასამართლო".
|