Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

senakis raionuli sasamarTlo

სენაკის რაიონული სასამართლო

სენაკის რაიონული სასამართლო

სენაკის რაიონული სასამართლო მდებარეობს . სენაკი, შოთა რუსთაველის ქუჩა № 247-ში. სენაკის რაიონული სასამართლოს შენობა 1986 წელს სპეცილაურად სასამართლოსთვის აშენდა. 2009 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. 

სენაკის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2011 წლის 06 მაისიდან სენაკის  რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ სენაკის, ასევე აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აბაშისა და მარტვილის  მინიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები. სენაკის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 3 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 17 საჯარო მოსამსახურე.

სასამართლოს შენობა ორსართულიანია. შენობაში 2 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი  სხდომის დარბაზია. პირველ სართულზე მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები, ასევე მდებარეობს პატიმართა მოსათავსებელი საკნები. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები. მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები. მეორე სართულზე მდებარეობს ერთი სხდომის დარბაზი, სადაც განიხილება სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. სენაკის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.

მისამართი:  

. თბილისი, სოფელი დიდი ლილო ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62)

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა № 192

 

აბაშის მაგისტრატი სასამართლო

აბაშის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია აბაშის რაიონში სამუელ ცომაიას ქუჩა № 6 (ყოფილი ფრანგიშვილის ქუჩა №6). აბაშის მაგისტრატი სასამართლო 1980 წელს სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2009 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და აბაშის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. აბაშის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ერთსართულიანია. სადაც განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის  საქმეები. აბაშის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.

მისამართი:  

. თბილისი, სოფელი დიდი ლილო ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62)

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა № 192

 

მარტვილის მაგისტრატი სასამართლო

მარტვილის მაგისტრატი სასამართლო განთავსებულია მარტვილის რაიონში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა № 12-ში. სასამართლო რეფორმების ფარგლებში 2009 წელს განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და მარტვილის მაგისტრატმა სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ შენობაში. მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს შენობა ორსართულიანი. პირველ სართულზე განთავსებულია მოქალაქეთა მისაღები, მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო ოთახები და სხდომის დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის  საქმეები. მარტვილის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2009 წლიდან, ხოლო 2008 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში.

მისამართი:  

. თბილისი, სოფელი დიდი ლილო ტელ: (99532) 2 74-81-58;   (99532) 2 74-81-62)

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა № 192

 

 

 
მიმაგრებული ფაილი
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია