Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

04-03-2015
სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

სიღნაღის  რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს  აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მის: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15). სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 16 მარტი ( ჩათვლით). ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,სიღნაღის რაიონული სასამართლო".

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია