ნათია რიკაძე დაიბადა 1993 წლის 12 სექტემბერს ქ. საჩხერეში
2012 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის, სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლა;
2012-2016 წლებში სწავლობდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი;
2016-2018 წლებში სწავლობდა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი;
2014-2015 წლებში მუშაობდა საადვოკატო ბიუროში ,,იურისტთა საერთაშორისო კლუბი“ იურისტის პოზიციაზე;
2015 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 2 ივლისამდე გაიარა სასწავლო კურსი - საარჩევნო სამართლის დარგში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის იურიდიულ კლინიკაში.
2015-2016 წლებში გაიარა სტაჟირება ა.ა.ი.პ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის იურიდიულ კლინიკაში - ,,ჩემი ადვოკატი“.
2016 წლის 3 მაისიდან, 2016 წლის 3 ნოემბრამდე, გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 2 ოქტომბრამდე გაიარა სტაჟირება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში.
2017 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 4 ივნისამდე მუშაობდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქეთა მომსახურების სპეციალისტად (შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე).
2018 წლის 4 ივნისიდან მუშაობს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2017 წლის 12 ივლისს ჩაბარებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2018 წლის 26 თებერვალს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით.
არის დაოჯახებული.