Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სიღნაღის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე

27-11-2015

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
     სასამართლოში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. სტაჟიორი, სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების სერტიფიკატი.

    სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

    სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება კომპიუტერთან მუშაობისა (სამომხმარებლო დონეზე) და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტები.
       "ე", "ვ" და "ზ" ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

   დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სიღნაღის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15, ტელ:  0 (355)23–12–51, 23–11–30) უნდა წარმოადგინონ:

ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია ან ჩV;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3/4);

   კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
  
       საბუთების წარდგენის ვადაა 2015 წლის  30  ნოემბრიდან   14  დეკემბრის   ჩათვლით 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
    კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, საბუთების მიღების ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
      დამატებით ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სიღნაღის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოს,  მისამართზე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15, ტელ:  0 (355)23–12–51, 23–11–30.

 
მიმაგრებული ფაილი
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია