Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

10-05-2016
სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს ამავე სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების ქსელის ადმინისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განცხადების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამისი ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. კონკურსს ჩაატარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მის: .სიღნაღი, ცოტნე დადიანის . N15). სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016  წლის 19 მაისი ( ჩათვლით). ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,სიღნაღის რაიონული სასამართლო".

 

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია