Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს

16-05-2019
სიღნაღის რაიონული სასამართლო აცხადებს კონკურსს
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამოაცხადა ღია კონკურსი - მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის -მესამე რანგის - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. კონკურსში მონაწილოებას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს შესაბამის დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთან მის მიერ მითითებულ ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კონკურსს ჩაატარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკონკურსო კომისია. კანდიდატთა განაცხადებები მიიღება საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, რომლის ბოლო ვადაა 2019 წლის 24 მაისი. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "სიღნაღის რაიონული სასამართლო". 
 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია