Zebna ქართ.
asdasdasd
A- A+ ამობეჭდვა

2013 wlis statistika

საჯარო ინფორმაციის შესახებ

07-03-2014
საჯარო ინფორმაციის შესახებ

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

   სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2013 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ,, 23 ” განცხადება შემოვიდა, მათ შორის:

 

არასამთავრებო ორგანიზაციიდან   -    11 განცხადება

მოქალაქისაგან   -   14

 

შემოსული განცხადებებიდან ,,16” მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად,  ,,1“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო „8“ მოთხოვნას ეთქვა უარი.     

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურეების, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების - ნატო კრაწაშვილის და ეკატერინე ხატიაშვილის  მიერ.

 

მიმდინარე წელს სიღნაღის  რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ შემოვიდა ორი მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა.

 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები გასაჩივრდა ორჯერ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული იქნა ორი ადმინისტრაციული საჩივარი.

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური

სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 
 
|
 
 
 
© 2011, საქართველოს სასამართლოები, ყველა უფლება დაცულია